Cartes Postales de France

გამარჯობა! მე სოფი ვარ და ხანდახან ბლოგზე, რომელიც სახელს ვეღარ ამართლებს რაღაცეებს ვწერ ხოლმე, უფრო ხშირად კი მოგზაურობის ამბებს…ჰოდა ამჯერად საფრანგათის ამბებით მაქვს ზურგჩანთა სავსე, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. მალე ერთი კვირა გავა რაც “შინ” იტალიაში დავბრუნდი, მაგრა ჯერ კიდევ ვერ მოვუყარე თავი ყველა იმ ემოციას და შთაბეჭდილებას რაც ამ მოგზაურობამ მომიტანა, მხოლოდ ის ვიცი, რომ აუცილებლად უნდა დავწერო, სანამ ეს უკანასკნელი შემორჩენილი სიტყვებიც გამიფრინდება.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ბილეთის ყიდვის დროს “გამოუსწორებელი” შეცდომა დავუშვი, კერძოდ პარიზის აეროპორტის ნაცვლად გრაფაში მარსელი მივუთითე 🙂 არასოდეს ვყოფილვარ გეოგრაფიაში ძალიან ძლიერი, მხოლოდ ის ვიცოდი რომ ერთ დღეს აუცილებლად ვნახავდი ყველა იმ ადგილს რომელიც წარმოსახვაში ზეპირადაც კი ვიცოდი. ჰოდა, ასე აღმოჩნდა ქალაქი, რომლის ბილეთიც ვიყიდე და ქალაქი რომელიც ჩემი დანიშნულების ადგილი იყო-პარიზი, ერთმანეთისგან ძალიან დიდი მანძილით იყო დაშორებული,რომ ერთიდან მეორეში ჩასაღწევად თითქმის მთელი ქვეყნის გადაკვეთა მომიწევდა.  მაგრამ როგორც ამბობენ ხოლმე ხშირად არასწორი გადაწყვეტილებები ყველაზე დასამახსოვრებელ თავგადასავალს და დაუვიწყარ მოგონებებს გვიტოვებს ხოლმე. დაშვებულ შეცდომას ვეღარ გამოვასწორებდი, ამიტომ გადავწყვიტე ჩემი მცირე ბიუჯეტით ყველაფერი ისე დამეგეგმა რომ ღია ცის ქვეშ არ დავრჩენილიყავი და პარიზთან ერთად მარსელიც სათანადოდ გამომიკვლევია. უიმედოდ შევედი “ქაუჩსერფინგზე” და რამდენიმე მოკრძალებული წერილი გავგზავნე უცნობ ადამიანებთან, არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ ფრანგმა “გაღსონმა” სახელად გაელმა ჩემი თხოვნა მიიღო, ამჯერად  მარსელის ამბავიც მოგვარებული იყო.. ისღა დამრჩენოდა დათქმულ დღეს ანუ 31 მარტს დავლოდებოდი, დღეს, რომელიც ასე ჩემდა უნებურად ცხოვრების მნიშვნელობან თარიღად გადამექცა…

მივდიოდი ფიუმიჩინოს უზარმაზარ აეროპორტში, სახიდან ღიმილი არ მშორდებოდა და საკუთარ თავს ვეკითხებოდი, ნეტა რას იგრძნობდა ის ძველი, ერთ ოთახიანი ბინის კუთხეში წიგნით მოკალათებული სოფი, რომ სცოდნოდა რომ ერთ, არც თუ ისე შორელ დღეს  მდინარე სენას სანაპიროზე გაისეირნებდა და ყველა იმ წარმოსახვით დაგაცთვეთილ ადგილს საკუთარი თვალით ნახავდა, პარიზის წვიმას საკუთარი კანით შეიგრძნობდა.ალბათ მისთვისაც ისეთივე დაუჯერებელი და წარმოუდგენელი იქნებოდა ეს ყველაფერი როგორც ჩემთვის ანუ მომწიფებული სოფისთვის, რომელსაც ბილეთები ხელში ეჭირა, მაგრამ მაინც ვერ წარმოედგინა რომ ეს ყველაფერი მის თავს ხდებოდა.მერე იყო check in , კონტროლი, გეითის წინ ლოდინი, ფრანგი შეყვარებული წყვილი, ნაზად რომ ეჭირათ ერთმანეთის ხელები… თვითმფრინავი..წვიმა,ერთსაათიანი ლოდინი, ღრუბლები, ჩამავალი მზე..ხმელთაშუა ზღვა…და ბოლოს მარსელის ძველი პორტიც გამოჩნდა, ციხე-სიმაგრე “იფი”, საიდანაც გრაფი-მონტე კრისტო გაიქცა 🙂 ფერადი სახლები და ლავანდით დაფარული იისფერი მინდვრები… ალბათ იმ მომენტში ვინმეს რომ  მოულდნელად ჩემთვს ფოტო გადაეღო საინტერესო სანახავი ვიქნებოდი.

მივაღწიე ქალაქის მთავარ სადგურს სენთ ჩარლზს , წესით და კანონით მე ვიყავი ადამინი რომელსაც ბევრი კითხვა უნდა დაესვა , მაგრამ რატომღაც  ჩემთან  მოდიოდნენ და ფრანგულად მეკითხებოდნენ რაღაცეებს, მე კი დაბნეულ იტალიურ-ინგლისურ პასუხებს ვაძლევდი ყველას, მთელი გზა ვფიქრობდი, რა იქნება იმ ქაუჩის ტიპმა უცბათ რომ გადაიფიქროს ჩემი მიღება, ან მანიაკი აღმოჩნდეს, ან ჰომოფობი ან ..ან . 😀 მოკლედ, როგორც იქნა ვიპოვე მეტროს დათქმული სადგური და ცოტა ხანში ისიც გამოჩნდა, ტიპი რომელიც მანიაკად დავსახე, ერთი გამხდარ-გაელეული , ღრმათვალებიანი და ცოტათი დაბნეული გიტარისტი ბიჭი გაელი 🙂 დამტვრეული ინგლისურით და “ღ”-ებით როგორც კი დაიწყო ლაპარაკი მაშინვე მივხვდი რომ სწორ ადგილას მოვხვდი…:) მის სახლში მისულს ზუსტად ისეთი ატმოსფერო დამხვდა როგორც 90-იანი წლების ფრანგულ ფილმებში, ალკოჰოლი, თამბაქო, ძალიან ბევრ მუსიკალური ინსტრუმენტი და ორი ფრანგი გოგო სტეფანია და დელფინი ( დიახ არ გეჩვენებათ,სწორედ ასე ერქვა)  რომლებიც მთელი გულითა და სულით მელოდნენ  ^^  ცოტა ოდენი დასვენებისა და ლიმნიანი რომის დალევის შემდეგ დაღლილობა და წნევის ცვალებადობაც გადამავიწყდა და მათთან ერთად ღამის მარსელსში საბოდიალოდ წავედი. საოცარი იყო, მე რომელმაც საკუთარი თავი დიდი ხნის წინ შევრაცხე სოციოპათ მელანქოლიკად, მარსელის ქუჩებში მივაბიჯებდი ადამინებთან ერთად, რომელთაც ცხოვრებაშ პირველად ვხედავდი და დიდი ალბათობით ვერც ვეღარასადოს ვნახავდი, მთელი მონდომებითა და ენთუზიაზმით ვუყვებოდი ჩემს ქართულ-იტალიურ გამოცდილებაზე და მათ ამბებსაც ვისმენდი.

მივედით პატარა კლუბში, ფერადი კაფელის ფილებითა და სუსტი ნეონის შუქებით განათებულ ბარს, ფრანგული სავსე მთვარეც ზემოდან დაჰყურებდა, ისევ და ისევ ალკოჰოლი, მაგრამ მე მაინც ახალი შთაბეჭდილებებით უფრო ვიყავი მთვრალი..უცნობი მამაკაცი სახელად რაული ტუნისიდან თუ რომელიღაც ქვეყნიდან სოფიას რომ მეძახდა და  სამ ენაზე ერთდროულად მელაპარაკებოდა, მასაც ისევე ვეღარასდროს ვნახავდი როგორც ყველა სხვა დანარჩენს, მაგრამ იმ მომენტში მისი სიტყვები, რომ სამყარო სინამდვილეში ძალიან პატარაა და ადამინები სინამდვილეში იმაზე მეტად ვართ დაკავშირებულები ვართ ერთმანეთთან იდრე თავად გვგონია , მისი ეს სიტყვები წარმოუდგენლად ნამდვილი და ემოციური იყო..

ბოლოს ეს გრძელი და ჯადოსნური ღამეც გათენდა, მეორე დღეს  ჩემს მეგობრებს დავემშვიდობე, იმ იმედით რომ ოდესმე თბილისში შევხვდებოდით და ჩემს გზას გავუყევი.კათოლიკური კალენდარი აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავდა, ამიტომ მარსელის ქუჩებში თითქმის მარტომ ვიბოდიალე და ყველა ის პატრ-პატარა და დიდი სიამოვნება დავაგემოვნე რაც ამ მშვენიერმა ქალაქმა შემომთავაზა: ძველი პორტი,რამდენიმე ეკლესია, ქალაქის ყველაზე მაღალი წერტილი საკვირაო ბაზრობა და ლავანდის სუნით დაფარული პატარა მაღაზიები…რამდენჯერმე დავიკარგე და ავიხლართე კიდეც, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვიპოვე გზა. დღის ბოლოს დაღლილი და ბედნიერი ისევ მთავარი სადგურის “რესთ რუმს” მივადექი, სადღაც ტელეფონი შევაერთე და ჩემთვის ჩუმად მოვკალათდი რომელიღაც ფანჯრის რაფაზე… გვერდით სკამზე ხანში შესული მამაკაცი ტელეფონზე ემოციურად საუბრობდა ფრანგულად, ერთი სიტყვაც ვერ გავიგე, მაგრამ ვიცოდი რომ იმ მომენტში მისთვის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი წყდებოდა… საუბარს რომ მორჩა ინსტიქტურად ჩემსკენ შემოტრიალდა, უბრალოდ ადამინი სჭირდებოდა ვისაც დაელაპარაკებოდა, არ ქონდა მნიშვნელობა ვინ… ჰოდა ხელში მე შევრჩი .. კიდევ ერთხელ ვინანე რომ ოდესღაც დაწყებული ფრანგულის სწავლა მივატოვე და ვერაფერი გავიგე,თავაზიანად ავუსენი რომ არ მესმოდა… მანაც ორი ღერი ინგლისურით დაიწყო თავისი ამბის მოყოლა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. უეცრად ორი ჯადოსნური სიტყვა აღმომხდა: “-პარლი იტალიანო? ” და მისმა პასუხმაც არ დააყოვნა. “-სი, გრაციე დიო”

ასე და ამგვარად ჩემთვის უკვე ასე თუ ისე ნაცნობ ენაზე მომიყვა თავისი  ისტორია, როგორ დატოვა სახლ-კარი მადაგასკარში და სამსახურის საძებნელად საფრანგეთში წამოვიდა, როგორ მოიყვანა ცოლი და მერე როგორ დაკარგა, სახლი რომელიც მოენატრა და ღამეები რომელიც სადგურს ბაქანზე გაატარა..ამ ყველაფერს თავისი დიდი ცრემლიანი ნაცრისფერ-ლურჯი თვალებით მიყვებოდა… იტალიური საუბარი რომ შემოესმა გვერდითა მაგიდიდან ახალგაზრდა ბიჭმა გადმოინაცვლა და  ჩვენს საუბარშ ჩაერთო, როგორც აღმოჩნა თვითონ ბულგარეთიდან იყო..ამას მოყვა იმის აღმოჩენა რომ მე ქართველი ვარ, რუსილიც მესმის და სოფიაშიც ვიყავი ამ ცოტა ხნის წინად… უცბათ გავიაზრე რომ ამ ოთახში სულ რამდენიმე წუთით შემოვედი რომ ჩემი მკვდარი ტელეფონი გამეცოცხლებინა, ბოლოს კი უამრავი ახალი ადამიანისა და ისტორიის ეპიცენტრში აღმოვჩნდი.ამ საუბარში გართულს კინაღამ დამავიწყდა რომ მალე ჩემი “Flixbus”-იც მოვიდოდა რომელიც მთავარ ოცნებასთან ანუ პარიზთან მიმიყვანდა..

ერთმანეთს დიდი ხნის ნაცნობებივით დავემშვიდობეთ, ბედნიერი ცხოვრება და თავგადასავლები ვუსურვეთ და ყველა ჩვენ_ჩვენ გზას გავუყევუთ,ზოგი ავტობუსით, ზოგი პატარებლით, ზოგი ფეხით…

ჰოდა ზუსტად ამას ვეძახი მე მოგზაურობას, და არა მხოლოს tripadvisor-ში ნანახი ადგილების მონიშვნას და სავალდებულო ფოტოების გადაღებას.

P.S პარიზის ამბებს ეს პოსტი ვეღარ დაიტევს, ამიტომ შემდეგი იქნება 🙂

À bientôt

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s