The room of one’s own

cb122e789f0f0c8099932684fdc031ef

” A woman must have money and a room her own if she is to write a fiction” – ბრძანა ქალბატონმა ვირჯინიამ თავის ესსეში და ამ ერთი წინადადებით შეიძლება ითქვას გადატრიალებაც კი მოახდინა მოდერნისტულ ლიტერატურაში.თუმცა, ჩემი ბლოგი უფრო მეტად სუბიექტურია და ვეცდები ის გამოცდილება გაგიზიაროთ თუ რამდენად საჭიროა საკუთარი ოთახის, საუთარის სივრცის ქონა, არა მხოლოდ იმისთვის რომ მხატვრული ლიტერატურა შექმნა, არამედ იმისთვისაც რომ გაერკვე საერთოდ ვინ ხარ, რას წარმოადგენ სინამდვილეში ,შენი სახელის, სტატუსის და ეროვნების მიღმა,რა არის შენი ცხოვრების წარმმართველი მთავარი მოტივი, უბრალოდ არსებობ,დღეებს მიათრევ თუ ამ შენს ყოფას კიდევ აქვს რაიმე დამატებითი შრე… დამატებითი განზომილება და ა.შ

მოკლედ, ძველით ახალი წელი იდგა, თუ იმის წინა დღე, ვიტერბოსათვის დამახასიათებელი მზიანი ამინდითა და სიმშვიდით,  2 საათი მქონდა დროის გასაყვანად და საბოდიალოდ, სანამ ჩემი ქართველი  მეგობარი რომიდან მატარებლით ჩამოვიდოდა, ჰოდა მეც დავიწყე უაზრო და უმიზნო ხეტიალი დახლართულ ქუჩებში, ფეხებმა თავისით მიმიყვანა “ლიბრერია სრაფი”-სან ,სადაც შესვლას ყოველთვის თავს ვარიდებ ხოლმე, რადგან ვიცი რომ იქიდან ხელცარიელი და იმედგაცრუებული გამოვალ , ან  ხელდამშვენებული და ჯიბეგამოფხეკილი ( რომელია უკეთესი ჯერ ვერ გამირკვევია) ამჯერად ჩემმა მაზოხიზმმა გადასძლია ჩემი რაციონალური მხარე და მაინც შევედი… დაუფიქრებლად გავემართე ინგლისურენოვანი წიგნების სექციისკენ და კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი, რამე ახალი ხომ არ მიუღიათ უკანასკნელი ვიზიტის შემდეგ.. თითქს ყველაფერი ძველებურად გამოიყურებოდა, კონსულტანტიც დაუზარლად და ღიმილით ემსახურებოდა ახალგაზრდა ქალს, რომელისაც “ბავშვის ალბომის” შეძენა სურდა, ერთი წამით შევხედე ამ გამოწკეპილ, სიმპათიურ , საშუალო ასაკის მამაკაცს, მვირცხლი მოძრაობებით და უეცარი რეაცქიებით და ვინ გამახსენდებოდა თუ არა ჩემი თანამშრომელი საშა 🙂 რომელთან ერთადაც სამი წელი თუ უფრო მეტი არა, ადამიანებს მეც ვეხმარებოდი მათი წილი ლიტერატურული რეალობის  “ამოშენებაში”. გამახსენდა და უცებ ისე ძალიან მომენატრა ის გარემო, ის ადამიანები რომ თავი ძლივს შევიკავე ტირილისგან … ისევ ავცდი თემას.. კიდევ ერთხელ გადავხედე “Collins classics”-ს და სწორედ ამ დროს “შემომეფეთა” ვირჯიკო ( რიგორც თამუნა უწოდებს) თავისი საკუთარი ოთახით ,რაც მთავარია ძალიან მიმზიდველი ფასდაკლებით, ჰოდა მეც დავტაცე ხელი, მოპარული ტკბილეულივით და და სალაროსთან ბედნიერი და ამაყი მივქანდი. ის მკვირცხლი მამაკაციც იქვე დამხვდა, იტალიურად მომიბოდიშა “პროგრამა ზედმეტად ნელიაო” გულში გავიფიქრე ( ეჰ..შენ არ იცი როგორ ჭედავდა ჩემი “ფინა” და როგორ მაგლეჯდა ნერვებს მეთქი)..  Va bene…

მხიარული და გრძელი შაბათ-კვირის შემდეგ როგორც იქნა გემრიელად მოვკალადი, პატარა ქალაქ ვალენტანოს ერთ პატარა კაფეში და პირველი გვერდც გადავფურცლე, ცოტა არ იყოს გამიჭირდა ვირჯინიას ახლართულ ნაწერში ბოლომდე შესვლა და გაშინაურება, მაგრამ როგორღაც მოვახერხე…

“Give her a room of her own and five hundred a year, let her speak her mind and leave out half that she now puts in, and she will write a better book one of these days.”

წიგნში ვულფი საუბრობს ყველა იმ ქალზე, რომელთაც გაბედეს და კალამს ხელი მოკიდეს, მაშინ როდესაც მათი მთავარი ფუნქცია სამზარეულოში ფუსფუსი, პერანგების დაუთოვება, ყვავილების მორწყვა და სახლის სხვა წვრილმანი საქმეების კეთება იყო. რაც მთავარია, არც ერთ ამ ქალს , შარლოტა ბრონტე იქნბა თუ ლედი ვინჩენსა, არც ერთს არ ქონია საკუთარი პირადი სივრცე… მისაღები ოთახის მაგიდასთან მსხდრები, ჩუმად იპარავდნენ წუთებს , რომ გადამალულ ფურცლებზე  დაეწერათ ის, რაც მათ ცოტა ხნით ავიწყებდათ რომ ამ სამყაროსთვის მხოლოდ  ქალი დედები, ქალი შეყვარებულები, ქალი- მშვენიერებები იყვნენ…მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცების მიერ დაწერილი წიგნებიც კი უკლებლივ ყველა მათ კვლევასა და შესწავლას ემსახურებოდა, ისინი მაინც დაჩაგრულ სქესს მიეკუთვნებოდნენ,არა იმდენად იმიტომ რომ რეალურად იყვნენ სურსტები,არამედ იმიტომ რომ მამაკაცები მათი სისუსტის ფონზე უფრო ძლევამოსილნი გამოჩენილიყვნენ…

სიმართლე რომ ითქვას, არასოდეს ვყოფილვარ თავგადაკლული ფემინისტი, ჩემში პროტესტსაც კი იწვევს ხანდახან მთელი ეს აგიტაცია, რომ როცა საქმე ლიტერატურას და ზოგადად ხელოვნებას ეხება აქ სქესი მეორეხარისხოვანი ხდება, მთავარია რას ქმნი და როგორ ქმნი.. არ არსებობს “ქალური” და “კაცური” ლიტერატურა.. თუკი “ომი და მშვიდობა” ტოლსტოიმ დაწერა, ეს იმას არ ნიშნავს რომ მას ” ანა კარენინა” არ დაუწერია… ან თუნდაც შტეფან ცვაიგი ავიღით, გახსენდებათ ვინმე ვინც მასზე კარგად იცნობდა ქალის ფსიქოლოგიას? მე არა 🙂

შორს რომ არ გავიჭრა ამ რიტორიკულ კითხვა-პასუხებში , ჩემს პირად გამოცდილებასაც გაგიზიარებთ, აგერ უკვე 7 თვეა ოთახში ორ სხვა ადამინთან ერთად ვცხოვრობ , მიუხედავად იმისა , რომ ჩემი პატარა სივრცე მაქვს, მაინც მუდმივად ის შეგრძნება დამყვება თან რომ ვიღაც მითვალთვალებს, გამუდმებით წნეხის ქვეშ ვარ და  ჩემი პერსონალური თავისუფლება შეზღუდულია.ახლაც როცა ამას ვწერ, ფრთხილად ვარ, რომ   ჩემი ხმამაღალი ბეჭდვით ვინმე არ შევაწუხო, ჰოდა სწორედ ამის თქმა უნდოდა ვირჯინიასაც, იმისათვის რომ ვწეროთ,იმისათვის რომ  ვიარსებოთ, იმისათვის გადავლახოთ ისევ ვირჯინიას ტერმინს თუ მოვიშველიებთ- difficulty of being oneself -გარდაუვალი აუცილებლობით გვჭირდება საკუთარი ოთახი, რაც , რაღა თქმა უნდა საკუთარ თავთან მარტო დარჩენას, პიროვნულ თავისუფლებას და საკუთარ აზრებთან პირირპირ შეყრას გულისხმობს…

სხვა შემთხვევაში აუცილებლად დავემსგავსებით იმ მისის დოლოვეის, რომელიც გაუთავებელი წვეულებებით ცდილობდა რომ თავისი ოთახის კარი საგულდაგულოდ ჩაერაზა და მთელი თავისი ცნობიერი თუ ქვეცნობიერი ცხოვრება შიგნით გამოემწყვდია.ის ცხოვრება, რომელიც ადრე თუ გვიან ნიაღვარივით მოვარდებოდა და წალეკავდა მის საგულდაგულოდ ნაშენებ ფასადურ ბედნიერებას.

  “No need to hurry. No Need to sparkle. No need to be anybody but oneself.”

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s