silence * უსმინეთ იმას, რასაც არ ამბობენ

“შენი მეგობარი ყოველთვის ასეთი ჩუმია?” -ჰკითხა ჩემ გვერდით მდგარმა ნიგერიელმა, ლურჯ პალტოში გამოწყობილმა, ბასრთვალებიანმა ბიჭმა ჩემს  “ფლეთმეითს” და მხარზე ხელი მეგობრულად დამიტყაპუნა:) პასუხად მხოლოდ გავუღიმე და მცირე დაფიქრების შემდეგ დავამატე, რომ  არ მიყვარს ლაპარაკი, თუკი   ჩემთვის მნიშვნელოვანი არაფერი მაქვს სათქმელი. იმანაც, ბრაიანმა თუ ბრუნომ მრავალმნიშვნელოვნად შემომანათა თავის ქათქათა კბილები და  თითქოს მანუგეშა: არაუშავს, სულ ეგრე კი არ იქნებიო.

ჰოდა სახლისკენ გზაზე, ავტობუსში 2 საათი მქონდა და ამ საკითხზე დასაფიქრებლად. რატომ ეშინიათ ადამიანებს სიჩუმის? რატომ აბამენ  დიალოგის ისეთ ძაფებს, რომლებიც თავიდანვე გაწყვეტისთვისაა განწირული, საუბრობენ ისეთ თემებზე რომლებიც ოდნავ ინტერესსაც კი არ აღძრავს მათში. შეკითხვები, შეკითხვები… გაუთავებელი ტალღა : “როგორ ხარ” ” დღეს მშვენიერი ამინდია არა?” ” შენს ქვეყანაში ამ დროს წვიმები იცის?” ” როგორ მოგწონს აქ ცხოვრება? ”   ” შენ საქართველოდან ხარ ხომ ?” ეე, ეგ რომელია, რუსეთი? ” …  უმეტეს შემთხვევაში შენი პასუხი არავის აინტერესებს,  ეს 5 წუთიანი საუბარი მხოლოდ უხერხული სიჩუმის გადაფარვის მცდელობას ემსახურება,ცალი ყურით გისმენენ და გიღიმიან, იმ ღიმილით რომლითაც ყველა გამვლელს აჯილდოვებენ, შენ არაფერი გაგიკეთებია რომ მათი ღიმილი დაგემსახურებინა.  თუმცა ხანხადახ ისეც ხდება ხოლმე, რომ ეს უშინაარსო დიალოგები ხანგრძლივი და საინტერესო საუბრის დასაწყისი ხდება, მაგრამ როგორც წესი ადამიანები აქამდე არ/ვერ მიდიან, ურჩევნიათ ეს ერთჯერადი მაგრამ მრავალჯერ გამოყენების პერსპექტივის მქონე ფრაზები გამოიყენონ და მთავარი სათქმელი თავისთვის დაიტოვონ.

და მაინც რატომაა დუმილი ასეთი უხერხული? იქნებ ის უფრო უხერხული და შემბოჭველი იყოს, როდესაც საუბრის დროს მოუსვენრად აწვალებ შენი ქვედაბოლოს გამოძენძლ ძაფებს, ან ხელში რამე ნივთს ათამაშებ. იქნებ ჯობდეს 1 საათი ხმა არ ამოიღო თუკი გრძნობ რომ მართლაც არაფერი გაქვს სათქმელი და რაც მთავარია თავი დამნაშავედ არ იგრძნო იმის გამო რომ ჩუმად ხარ. იქნებ მაშინ მაინც ვისწავლოთ, რომ ზოგიერთი ემოცია, , ზედმეტად რთულია გადმოსაცემია, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ენაზე საუბრობ, იტალიურად, ინგლისურად თუ რუსულად,არსებობს ისეთი შეგრძნებებიც, რომელთაც არც ერთ ენაზე არ აქვს ვერბალური გამოხატულება. იქნებ დავაფასოთ თვალებით კომუნიკაციის მოკრძალებული ხიბლი, როდესაც ადამინს შეუძლია შენს ერთ მზერაში ამოიითხოს იმაზე მეტი ვიდრე შენ თვითონ იგულისხმე, აღარ გვჭირდებოდეს ჩვენი უხასიათობის თითიდან გამოწოვილი მიზეზებით გამართლება ანდაც უმიზეზო ბედნიერებისთვის რაიმე გრანდიოზული მიზეზის პოვნა. სინამდვილეში ყველაფერი ძალიან მარტივია.  ყველაფერი ადამინური იმდენად მარტივია რომ არ საჭიროებს ამ ზრდილობის კანონებში გამომწყვდევას.

ადრე სადღაც წავიკითხე, სიტყვები გაუგებრობის ყველაზე დიდი წინაპირობააო, თუ რაღაც მსგავსი.რა თქმა უნდა გაუგებრობასთან ერთად სიტყვები  ასეთივე წარმატებით შეიძლება გახდეს ძალიან ბევრი მშვენიერი და საინტერესო ამბების წინაპირობა, მთავარია მათ როგორ გამოიყენებ.  მაინც მგონია, რომ თუკი დუმილის ხელოვნებას არ ხარ ნაზიარები, ვერასდროს გაიგებ სიტყვების  ნამდვილ ძალას და მნიშვნელობას.

ახლა იმ ეპოქაში ვცხოვრობთ როდესაც ადამინს კომუნიკაციის ყველაზე ფართო არჩევანი აქვს, ჩვენი ტელეფონები გამოტენილია ათასი ჯურის მესენჯერებით და what’s up-ებით,ერთი დაწკაპუნება საკმარისია და ჰოპ ! მაგრამ ხშირ შემთხვევაში არაფერი გვაქვს სათქმელი.უაზროდ დავშტერებივართ ჩვენს გახსნილ ფანჯრებს და მზერა საკუთარ თითებზე გადაგვაქვს. ჰოდა, რატომ უნდა ვგრნობდე თავს ამის გამო უხერხულად?იქნებ დროა ვისწავლოთ სიჩუმის მოსმენა და იმის გაგება, რასაც არ ან ვერ ამბობენ..

“ნამდვილად კარგად გრძნობ თავს? რამე ხომ არ გაწუხებს?” – ამჯერად მე მკითხა ისევ იმ ნიგერელმა არსებამ სახელად ბრაიანმა თუ ბრუნომ და მხარზე ხელი  კიდევ უფრო მეგობრულად დამიტყაპუნა.

 

არუშავს, სულ ეგრე კი არ ვიქნები.739c1c3b63bf98d314145df8f6e52dfa

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s